საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს ქვეყნის დაცულ ტერიტორიებზე 1 250 417 ვიზიტორმა იმოგზაურა, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. წინა, 2024 წელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა თითქმის 13%-ით გაიზარდა.
ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიები იყვნენ:
- პრომეთეს მღვიმე – 285 883 ვიზიტორი
- მარტვილის კანიონი – 275 475 ვიზიტორი
- მტირალას ეროვნული პარკი – 131 271 ვიზიტორი
- სათაფლიის მღვიმე – 105 389 ვიზიტორი
- წალკის კანიონი – 98 809 ვიზიტორი
სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2025 წელს ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 515 188-მდე გაიზარდა (+12% წინა წელთან შედარებით), ხოლო უცხოელი მოგზაურების რაოდენობა 735 229 ვიზიტორს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 14%-იანი ზრდაა.
დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს, რომ 2025 წლის განმავლობაში აქტიურად იმუშავა სარეკრეაციო ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს ვიზიტორებისთვის და ხელს უწყობს ბუნებრივი მემკვიდრეობის მდგრად დაცვას.




























