მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია საქართველოში ყველაზე პოპულარული ტელეფონის ბრენდი?

64c127bc1f390
მარიამ ვარადაშვილი
26.07.23 19:06
2528
Galt and Taggart-ის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს ელექტროტექნიკის ბაზრის ზომამ 4.4 მლრდ შეადგინა. აქედან საცალო სავაჭრო ბრუნვა 2.1 მილიარდი ლარი იყო, რაც წლიურად 47.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონების საცალო გაყიდვების წლიური ბრუნვამ თითქმის 1.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 27%-მდე გაზრდილი მაჩვენებელია. საოჯახო ტექნიკის ბრუნვა 577 მლნ ლარამდე არის გაზრდილი, აქ წლიური ზრდა 13%-ს შეადგენს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ სექტორის ბრუნვა 2021-2022 წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

2021 წლის მონაცემებით, ბაზარზე 10%-იანი წილით “ალტა” ლიდერობს, მას 7%-იანი წილით “ელიტ-ელექტრონიქსი" მოსდევს, 6% კი “ზუმერს” აქვს.

რაც შეეხება ტელეფონის ბრენდებს, 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში მობილური ტელეფონების კუთხით Samsung ლიდერობს 38.4%-ით, შემდეგ 18%-ით მოდის Apple, ხოლო მესამე ადგილს 14.6%-ით Xiaomi-ია.

Galt and Taggart-ის ინფორმაციით, ქვეყანაში 2,007,223 Samsung-ის მიერ წარმოებული მობილური ტელეფონია; 941,394 Apple-ის, ხოლო 766,160 Xiaomi-ის. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკაში იგულისხმება ქართულ ქსელებში ჩართული მობილური ტელეფონები, რომელთა მფლობელები შესაძლოა, მიგრანტები და რეზიდენტებიც იყვნენ.

გარდა ამისა, Galt and Taggart-ის თანახმად, 2021 წლის მონაცემებით, შინამეურნეობების 94%-ს მაცივარი აქვს, ტელევიზორი - 95%-ს, სარეცხის მანქანა კი 87%-ს. დაბალია კონდიციონერისა და ჭურჭლის სარეცხის მანქანის ფლობის მაჩვენებელი და 16% და 4%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები