მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელმა სადაზღვევო კომპანიებმა აანაზღაურეს ყველაზე მეტი ზარალი?

ხარჯები

2025 წელს საქართველოში სადაზღვევო კომპანიების მოზიდული პრემია და მოგება გაიზარდა. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ჯამურად, ქვეყანაში მოქმედმა სადაზღვევო კომპანიებმა 1,4 მლრდ ლარის მოცულობის პრემია მოიზიდეს, მაშინ როცა 2024 წელს 1,2 მლრდ ლარი იყო.

რაც შეეხება ანაზღაურებულ ზარალს გასულ წელს 771 მლნ ლარი შეადგინა, 2024 წელს კი - 760 მლნ ლარი იყო.

2025 წლის ჯამური მონაცემებით, ყველაზე დიდი მოცულობით ანაზღაურებული ზარალი ჯიპიაის უფიქსირდება 156 მლნ ლარის ოდენობით, მას მოჰყვება თიბისი 117 მლნ ლარით და ალდაგი - 102 მლნ ლარი.

რაც შეეხება კომპანიებისთვის დამდგარ ზარალს და გამომუშავებულ პრემიას, მათი სტატისტიკა შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები