მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომის პაპი ისევ საავადმყოფოში რჩება

რომის პაპი
BM. GE
24.02.25 19:09
551

BBC-ის ინფორმაციით, რომის პაპი ფრანცისკეს მდგომარეობა "კრიტიკული" რჩება რესპირატორული და ფილტვის პრობლემების გამო.

მისი ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გასულმა ღამემ კარგად ჩაიარა და პაპი ახლა ისვენებს. როგორც BBC წერს, კვირას გავრცელდა პაპის მიმართვა, სადაც ის კათოლიკეებს მოუწოდებდა მისთვის ელოცათ.

პაპი ფრანცისკე მკურნალობას რომის საავადმყოფოში 14 თებერვლიდან გადის. ის საავადმყოფოში მას შემდეგ მოათავსეს, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში სუნთქვის პრობლემები აღენიშნებოდა. მანამდე ვატინაკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ რომის პაპს სასუნთქი გზების მძიმე ინფექცია აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები