მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როსავიაციამ" ორ რუსულ ავიაკომპანიას სოხუმის მიმართულებით ფრენების ნებართვა მისცა

სოხუმი

"როსავიაციამ" ორ რუსულ ავიაკომპანიას სოხუმის მიმართულებით ფრენების ნებართვა მისცა. საუბარია ავიაკომპანია iFly-სა და Nordstar-ზე, რომლებიც 2022 წლის შემდეგ ევროკავშირის მიერაა სანქცირებული. სოხუმში ფრენებზე ნებართვის ბრძანება რუსეთის სახელმწიფო უწყების ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, iFly-ს ექნება შესაძლებლობა მოსკოვი-სოხუმის მიმართულებაზე კვირაში 14 რეისი შეასრულოს. Nordstar-ს კი ამავე მიმართულებაზე შვიდი სიხშირით ფრენის ნებართვა მისცეს. თუმცა, დამატებით Nordstar-მა კრასნოიარსკიდან სოხუმამდე რეისების შესრულების უფლებაც მოიპოვა - კვირაში სამჯერ.

რუსეთიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა 1 მაისიდანაა დაგეგმილი. ამასთან, როგორც რუსეთს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის სერგეი კირიენკო აცხადებს, იგეგმება ოკუპირებული აფხაზეთიდან სირიუსის მიმართულებით ელექტრომატარებლების დანიშვნაც. მგზავრობის დრო დაახლოებით 3 საათი, ხოლო ბილეთის ფასი 360 რუბლი (12 ლარი) იქნება.

შეგახსენებთ, სოხუმის აეროპორტი 1993 წლის შემდეგ დახურულია. 2023 წლის ზაფხულში კი, რუსულმა და აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ სოხუმის აეროპორტის აღდგენის შეთანხმებას მიაღწიეს. სატესტო ფრენა მოსკოვიდან სოხუმში მიმდინარე წლის თებერვალში შესრულდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში BMG-ის განუცხადეს, რომ “სააგენტო მუდმივად უზრუნველყოფს კოორდინაციას ICAO-სთან ე.წ. სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების დაუშვებლობის შესახებ".

ამასთან, სააგენტოში აცხადებენ, რომ სოხუმის ე.წ. აეროპორტის ამოქმედებაა უკანონოა და უცხო ქვეყნის ავიაკომპანია, რომელიც ფრენას შეასრულებს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, დაარღვევს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს კონვენციის ძირითად და ფუნდამენტურ პრინციპებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები