მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Rosneft-ი “პეტროკასის” და “გალფის” აქციონერი აღარაა, ქართულმა მხარემ 49%-იანი წილი გამოისყიდა

629db4d55c26e
შოთა ტყეშელაშვილი
06.06.22 11:59
6608
“პეტროკას ენერჯი გრუპის” დამფუძნებელმა პარტნიორმა და კომპანიის CEO-მ ვანო ნაკაიძემ კომპანიაში რუსული ენერგოგიგანტის, Rosneft-ის მინორიტარული წილი გამოისყიდა. Rosneft-ი კომპანიაში 49%-იან წილს 2014 წლის დეკემბრიდან ფლობდა.

შესაბამისად, Rosneft-ი აღარც “გალფის” აქციონერთა რიგებში აღარაა. “პეტროკას ენერჯი გრუპი” 2010 წელს დაფუძნდა და ნავთობის საბითუმო და საცალო ქსელის ერთ-ერთი ლიდერია. საქართველოში მის შემადგენლობაში შედის “გალფის” ბრენდის ბენზინგასამართი ქსელი, ფოთის ნავთობტერმინალი და კომპანია “პეტროკას ფიუელ სერვისის ჯორჯია”, რომელიც საავიაციო საწვავის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია.

“პეტროკასი აცხადებს ტრანზაქციის დასრულების შესახებ, რომლის შედეგადაც 2022 წლის 11 მაისიდან, კომპანიაში Rosneft-ის 49%-იანი მინორიტარული წილი “პეტროკას ენერჯი გრუპის” დამფუძნებელმა პარტნიორმა და CEO-მ ვანო ნაკაიძემ გამოისყიდა.

ტრანზაქციის შედეგად, Rosneft-მა სრულად დატოვა მისი სააქციო პოზიცია “პეტროკას ენერჯი გრუპში” და შესაბამისად კომპანიის ბორდიდან მისი ორი წარმომადგენელიც გადადგა.

2014 წლის დეკემბერში “პეტროკას ენერჯი გრუპმა” და Rosneft-მა დაიწყეს პარტნიორობა, რის ფარგლებშიც Rosneft-მა კომპანიის 49%-იანი წილი შეიძინა.

2010 წელს დაფუძნებიდან, “პეტროკას ენერჯი გრუპი” ჩართულია ნავთობპროდუქტების ვაჭრობის, საცალო და საავიაციო საწვავის დისტრიბუციის და ლოჯისტიკის სფეროში შავი ზღვის, კასპიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონებში,”- ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გამოქვეყნებულ განცხადებაში გარიგების ღირებულება მითითებული არაა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები