მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როცა ამბობენ, არ მოგვცემენ და ნუ მოგვცემენო - ეს რა პასუხია?!" - თემურ ჭყონია ევროკავშირის დაფინანსებაზე

ბიზნესმენი

"როცა ამბობენ, არ მოგვცემენ და ნუ მოგვცემენო - ეს რა პასუხია?!" - ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ BMG-ისთან ინტერვიუში ევროკავშირის დაფინანსების მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა. მისივე თქმით, როცა ევროკავშირი მოლდოვას დაფინანსებას ჰპირდება, საქართველოს კი - უჩერებს, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ნდობა აქვს დაკარგული.

„მოლდოვასთან შედარებით, ვფიქრობ, რომ ჩვენ გაცილებით წინ ვართ - ეკონომიკით, სტრუქტურით, მენტალიტეტით, საზოგადოებით, მაგრამ იმას ნდობა აქვს, რომ არ უღალატებს ევროპულ პრინციპებს. ჩვენს ქვეყანას კი იმიჯი აქვს შელახული და ნდობა აქვს დაკარგული. აღარ გვენდობიან.

20 ოქტომბერს მოლდოვაში არის არჩევნები, ჩავიდა ევროკომისიის პრეზიდენტი და მოლდოვას მისცა 1.8 მლრდ ევრო. ეს ხომ სიმართლეა. მეორე მხრივ, ევროკავშირმა გამოიტანა დადგენილება, რომ ჩვენ არ გვაძლევენ კაპიკს. და როცა ამბობენ, რომ არ მოგვცემენ და ნუ მოგვცემენ, - ეს რა პასუხია. ეს პასუხი ჩემთვის მიუღებელია“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ცნობისთვის, გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც 20 ოქტომბერს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმია დაგეგმილი. ბრიუსელმა პირობა დადო, რომ უზრუნველყოფს რეკორდული 1,8 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების სამწლიან პაკეტს მოლდოვასთვის, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ქვეყანას ეკონომიკის გაორმაგებაში ათწლეულს განმავლობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები