ქალაქებში დამტკიცებული გენგეგმების აღსრულება ხშირად გამოწვევაა, ამ პრობლემაზე წლებია საუბრობენ არქიტექტორები. მათი თქმით, მტკიცდება ამა თუ იმ არეალის განვითარების დოკუმენტები, თუმცა მისი შესრულება ნაკლებად ხდება.
"სითი ინსტიტუტ საქართველოს" ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე BM.GE-ის კითხვას, როგორც უნდა დავიცვათ ბალანსი კურორტის განვითარებასა და გარემოს შენარჩუნებას შორის, გვპასუხობს, რომ აუცილებელია გენგეგმით გაწერილი პირობების დაცვა. მისი თქმით, ხშირად დამტკიცებული დოკუმენტების აღსრულება არ ხდება და კორექტირდება დადგენილი კოეფიციენტები/ზონები, რაც გენგეგმებს აზრს უკარგავს.
“როდესაც გენგეგმებზე მომუშავე ჯგუფები მუშაობენ დოკუმენტებზე და წარუდგენენ კვლევების შედეგად გაკეთებულ ხედვას და კონცეფციას, ამას თუ არ შეასრულებენ და გადაუხვევენ და დაიწყებენ თავისებურად მშენებლობას, რისი შემთხვევებით არის, ეს ჩვენს მოტივაციას გვიკლავს. ხშირად ისმის, რომ ამდენი ლარი დაიხარჯა ამა თუ იმ დოკუმენტში, ეს თანხები იხარჯება უამრავი ადამიანების შრომაში.
დღეს მაგალითად ბათუმს და ბორჯომს გააჩნია უნიკალური მასალა თითოეული შენობის დონეზე და ეს ჩვენ ქუჩა-ქუჩა, კარდაკარ დავიარეთ და შევაგროვეთ. ამის არ დანახვა და არ გამოყენება არ შეიძლება. როდესაც კოეფიციენტებს ვადგენთ და ვამბობთ, რომ აქ ეს ზონა უნდა ეს უნდა იყოს დაცული. მე ვიღაცას წამალი გამოვუწერო და იმან არ მიიღოს, იკარგება ხაზი და აზრი გენგეგმის. “- ამბობს კომპანია სითი ინსტიტუტ საქართველოს ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე.