მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როცა პოლიციამ ძალის გამოყენება დაიწყო, მაშინ ამის აუცილებლობა არ არსებობდა - სახალხო დამცველი

ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი ამბობს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაპროფორციული ძალა გამოიყენა.

"მთავარი არის ერთი რამ, რომ არ შეიძლება ძალადობით იმოქმედოს პოლიციამ იმ პირობებში, როდესაც ამის აუცილებლობა არ არსებობს. ძალა უნდა გამოიყენო მაშინ, როცა ამის აუცილებლობა არსებობს. როდესაც დაიწყო პოლიციამ ძალის გამოყენება, მაშინ ამის აუცილებლობა არ არსებობდა, შესაბამისად, ეს პროპორცია არ იყო დაცული", - ამბობს იოსელიანი.

მან ასევე თქვა, რომ მოინახულა ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე - ყველა ინფორმაციაზე შესაბამისი დოკუმენტაცია შეაგროვა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაუგზავნის.

„მოვინახულე ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე. ეს ორი ადამიანი არის შემოყვანილი კლინიკაში. ლევან ხაბეიშვილის შესახებ გავრცელდა მისი ფოტო მასალა და მას აღენიშნება გარეგნული დაზიანებები. კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს მიუთითებს, რა გარემოებაში მოხდა მისი ცემა.

რაც შეეხება სოფო ჯაფარიძე, ისიც ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ზემოქმედებას, თუმცა გარეგნულად მას ეს არ აღენიშნებოდა, ამბობს, რომ დაბეჟილობა აქვს.

ხაბეიშვილი მიუთითებს, რომ პოლიციელების მხრიდან იყო მასზე ფიზიკური ძალადობა. ამბობს, რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიუთითებდა, რომ ის ეცემათ. ყველა ამ ინფორმაციაზე ჩვენ შესაბამისი დოკუმენტაცია შევქმენით და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადავუგზავნით ამ ინფორმაციას და შემდეგ მოვახდენთ მონიტორინგს, როგორ წარიმართება გამოძიება.

ჩვენებაში ვინც იქნება მითითებული ეს ადამიანები უნდა გამოიკითხონ საგამოძიებო სამსახურის მხრიდან, ვისზეც მიუთოებს დაზარალებული, რომ მისი მხრიდან ჰქონდა მასზე ფიზიკურ ზემოქმედებას ადგილი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები