მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რთული გზის გამოც დამსვენებელი ცოტაა - გოდერძის კურორტზე მდებარე სასტუმრო “არსიანი”

61daecf861437
მარიამ ვარადაშვილი
09.01.22 21:13
1226
კურორტ გოდერძიზე ზამთრის სათხილამურო სეზონი 25 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნა. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში BMG-ის უთხრეს, ამ დროისთვის კურორტზე ორივე საბაგირო შეუფერხებლად მუშაობს.

კურორტ გოდერძიზე მდებარე სასტუმრო “არსიანის” დირექტორი ამბობს, რომ სხვადასხვა პრობლემის, მათ შორის რთული გზის გამო დამსვენებელი ცოტაა. საუბარია კურორტამდე მისასვლელი გზის პროექტზე, რომელიც ამ დრომდე არ დასრულებულა. რაც შეეხება სასტუმროს, მისი თქმით, 20-ნომრიან სასტუმროს იანვარში არსებული ჯავშნებით დაახლოებით 40%-იანი დატვირთულობა ექნება.

“რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. სამუშაოები გაზაფხულიდან მიმდინარეობს, რადგან რამდენიმეწლიანი პროექტია. დამსვენებელი არის, თუმცა ცოტა. იანვრის თვეში ჯავშნების გარკვეული რაოდენობა გვაქვს, რაც დაახლოებით 40%-იან დატვირთულობას ნიშნავს. რაც შეეხება თებერვალს, ჯავშნები ჯერჯერობით არ გვაქვს. ჩვენი სტუმრები ძირითადად ტურისტები არიან გერმანიიდან და შვედეთიდან. საბაგიროები მუშაობს”,-აცხადებს რონალდ შათაძე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულო-გოდერძის მონაკვეთის სამუშაობის დასრულება 2023 წლის იანვრისთვის იგეგმება. საპროექტო გზის სიგრძე 24.5 კმ-ია. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები