მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო" - ჯინ შაჰინი „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების გადადებაზე

ჯინ შაჰინი

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების გადადებას "X"-ზე გამოეხმაურა. სენატორის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რთული, მაგრამ მნიშვნელოვანია.

„თავდაცვის დეპარტამენტის რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოში მომავალი სამხედრო წვრთნების გადადების შესახებ.

ეს შეფერხება ასახავს იმ ფორმულირებას, რომელიც მე გავამყარე კომიტეტის მიერ მიღებული ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც მოითხოვს საქართველოსთან თავდაცვის თანამშრომლობის გადახედვას „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ“, – წერს შაჰინი.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას, რომელიც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი.

პენტაგონის ცნობით, „ღირსეული პარტნიორის“ გადადება უკავშირდება აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებას, რომ ზეწოლა ხდება საქართველოზე რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისთვის, უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, ასევე ინფორმაციას, რომ მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში იღებდა დასავლეთი მონაწილეობას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პენტაგონის ამ გადაწყვეტილებას დასანანი უწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები