მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუბიოს თქმით, აშშ ირანთან მოლაპარაკებისთვის მზადაა, თუმცა თეირანი პროცესს სერიოზულად არ ეკიდება

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანის კრიზისის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას კვლავ ინარჩუნებს, თუმცა თეირანი დიპლომატიურ პროცესს სერიოზულად არ ეკიდება.

ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აღნიშნული განცხადება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა. რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანს ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის დამყარების უფლება არ უნდა მიეცეს, რადგან ეს გლობალური უსაფრთხოებისთვის სახიფათო პრეცედენტს შექმნის. მისივე თქმით, შუამავლებისგან თეირანმა 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მიიღო, ხოლო ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა შუამავალ პაკისტანს შუამდგომლობა უკვე სთხოვა.

რუბიოს განცხადების პარალელურად, სამხედრო ესკალაცია ახალ ფაზაში გადადის. აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანში მდებარე ობიექტები ზედიზედ მე-11 ღამეს დაბომბეს, მათ შორის დარტყმები ბუშერის ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს მდებარე ელექტროქვესადგურზეც განხორციელდა. საპასუხოდ, ირანის არმიამ ქუვეითში, იორდანიასა და ბაჰრეინში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

ამასთან, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე 18 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. თავის მხრივ, ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, ამერიკულ დარტყმებს 50 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 500 კი დაშავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები