რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკელ კოლეგას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ახალი სამშვიდობო კონცეფცია “ახალი და განსხვავებული მიდგომა” გააცნო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კუალა-ლუმპურში სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ASEAN-ის რეგიონული ფორუმზე ჩასულმა ქვეყნების პირველმა დიპლომატებმა უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილეს.
მარკო რუბიო ახალ ინიციატივას ფრთხილი ოპტიმიზმით შეხვდა. როგორც მან განაცხადა, გაჟღერებულ კონცეფციას ნამდვილი შედეგების მოტანა შეუძლია, თუმცა გარანტირებული არაფერია. სახელმწიფო მდივნის თქმით, ის დონალდ ტრამპს აღნიშნულ დოკუმენტს ვაშინგტონში დაბრუნებისთანავე გააცნობს.
„ამას მშვიდობის გარანტიას არ დავარქმევდი, მაგრამ ეს არის კონცეფცია, რომელსაც დღეს პრეზიდენტს გადავცემ“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.
აღსანიშნავია, რომ რუბიო და ლავროვი ერთმანეთს წელს მეორედ შეხვდნენ.




























