მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუმინეთი ისრაელისგან €1.9-მილიარდიან შეიარაღებას შეიძენს - რას მოიცავს შეთანხმება?

ისრაელის ცა
BM. GE
23.07.25 00:50
888

რუმინეთმა ქვეყნის თავდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად ისრაელურ კომპანიას RADS-თან €1.9-მილიარდიანი კონტრაქტი დადო - იტყობინება Reuters-ი. გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება ახლო და შორი მოქმედების სამხედრო შეიარაღება SPYDER-ის გადაცემას მოიცავს. კონტრაქტის შესრულების შემდეგ რუმინეთს დრონების, სამხედრო შვეულმფრენების, საომარი ხომალდებიდან გამოშვებული რაკეტებისა და ახლო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების განადგურება შეეძლება.

აღსანიშნავია, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული €1.9 მილიარდის ნაწილს ევროკავშირის ფონდები ASAP-ი და EDIRPA გადაიხდიან. ცნობისთვის, ამჟამად რუმინეთის საჰაერო თავდაცვა თითქმის სრულად ამერიკულ Patriot-ებზე დგას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები