მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუმინეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი - რუსეთმა ცა კიდევ 4 ქვეყანას დაუკეტა

621b4b008608b
ვიქტორია მღებრიშვილი
27.02.22 14:10
1366
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ბულგარეთს, პოლონეთისა და ჩეხეთის შემდეგ საჰაერო სივრცე რუმინეთს, ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთსა დაუკეტა. რუმინეთთან მიმართებით უწყებამ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო, ხოლო ბალტიისპირა ქვეყნების შემთხვევაში დღეს. აღნიშნული განცხადებები "როსავიაციის" ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

„(ამ ქვეყნების) არამეგობრული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, აღნიშნული ქვეყნების ან ამ ქვეყნებში რეგისტრირებული ავიაგადამზიდავებისთვის რუსეთის ფედერაციის მასშტაბით ფრენების განხორციელებასა და სატრანზიტო მიზნით ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე შეზღუდვა წესდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო უფლებების ზომებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ქვეყნებში რუსეთის ავიაგადამზიდებისთვის ან აქ რეგისტრირებული საჰაერო ხომალდებისთვის გადაადგილების აკრძალვის საპასუხოდ არის მიღებული“, - ნათქვამია ორივე განცხადებაში.

რუმინეთის შემთხვევაში კი აღნიშნულია, რომ რუმინეთიდან ფრენები, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სპეციალური თანხმობის საფუძველზე შესრულდეს.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება ერთმანეთის მიყოლებით მიიღეს. დღეს ცნობილი გახდა რომ საჰაერო სივრცე რუსეთს გერმანიამ, ფინეთმა და ირლანდიამაც დაუკეტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები