მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუმინეთის არჩევნების პირველ ტურში ულტრა მემარჯვენე კანდიდატი იმარჯვეს

რუმინეთი

რუმინეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტი და NATO-ს კრიტიკოსი კელინ ჯეორჯესკუ ლიდერობს. როგორც Reuters წერს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჯეორჯესკუ ფოკუსირებული იყო ქვეყანაში ფასების ზრდასა და გაძვირებულ ცხოვრებაზე. კერძოდ, აკრიტიკებდა რუმინეთის იმპორტზე დამოკიდებულებას, ჰპირდებოდა ფერმერებს მხარდაჭერას და ადგილობრივი წარმოების ზრდას. ამას გარდა, ამტკიცებდა, რომ ევროკავშირი და NATO რუმინეთის ინტერესებს სათანადოდ ვერ წარმოადგენენ, ხოლო მეზობელ უკრაინაში რუსეთის წარმოებულ ომს ამერიკული სამხედრო კომპანიების მანიპულაციას უწოდებდა. ამას გარდა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა კოლექტიური თავდაცვის რეალურობას რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში.

წინასწარი მონაცემებით, ჯეორჯესკუს ხმათა 22.95% აქვს. თუ საბოლოო მონაცემით ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს, მაშინ 8 დეკემბერს არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, რომელშიც პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას..

რუმინეთში საპარლამენტო არჩევნები პირველ დეკემბერს ჩატარდა, 19 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანა NATO-ს და ევროკავშირის წევრია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები