რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
არჩევნებში 13 კანდიდატი მონაწილეობს. მედიის ცნობით, ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ვერცერთ მათგანი ვერ აგროვებს პირველ ტურში გასამარჯვებლად საჭირო ხმების რაოდენობას.
პირველი ტურის ფავორიტია რუმინეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, სოციალ-დემოკრატი მარჩელ ჩოლაკუა. მისი მთავარი მეტოქეა ულტრამემარჯვენე „რუმინელთა ერთიანობის კავშირის“ ლიდერი ჯორჯე სიმიონი.
პირველ დეკემბერს რუმინეთში ასევე გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, ხოლო 8 დეკემბერს, საჭიროების შემთხვევაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.