მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსები ქუთაისის აეროპორტის გავლით ევროპაში - დმიტრი გორინის განცხადება

6467dffc9e32a
ალა ისპირიანი
20.05.23 00:45
1305
Red Wings-ის ფრენები მოსკოვიდან ქუთაისში რუსებს საშუალებას მისცემს, გამოიყენონ ეს აეროპორტი ტრანსფერებისთვის მესამე ქვეყნებში, მათ შორის ევროპაში - ამის შესახებ რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის (PCT) ვიცე-პრეზიდენტმა დმიტრი გორინმა განაცხადა.

ინფორმაციას РИА Новости-ი ავრცელებს.

"Red Wings - ეს მიმოსვლის გაფართოებაა, თუმცა უკვე ჩარტერული ფრენების სახით. ეს ფრენები შესრულდება ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტით – მოსკოვი-ქუთაისი, ხოლო ქუთაისი არის აეროპორტი, რომელიც საშუალებას იძლევა, შესრულდეს სატრანზიტო ფრენები ევროპაში. ის შეიძლება, გამოყენებული იქნას, როგორც სატრანზიტო ჰაბი", - თქვა გორინმა.

შეგახსენებთ, რომ რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნათ და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმი. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კვირაში შვიდჯერ ფრენის უფლება მისცა რუსულ ავიაკომპანია Азимут-ს.

საქართველოში რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების წინააღმდეგ დღეს მოქალაქეების ნაწილი გამოვიდა. საქართველოს პარლამენტთან შეკრებილები მოითხოვდნენ, აიკრძალოს პირდაპირი ავიარეისები რუსეთიდან. რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქცია 20 მაისს, 18:00 საათზე კვლავ დაანონსდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები