რუსეთის ჯარებმა ცეცხლი ხარკოვის ფიზიკა-ტექნოლოგიურ ინსტიტუტს გაუხსნეს, სადაც ბირთვული დანადგარებია განთავსებული. ინფორმაციას ამის შესახებ ხარკოვის ოლქის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„დღეს რუსმა აგრესორებმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან ცეცხლი ეროვნულ საგანმანათლებლო ცენტრს, ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტს გაუხსნეს“, - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ იქ ბირთვული დანადგარი „ნეიტრონების წყაროა“ განთავსებული, რომელშიც ნავთობის 37 ბირთვული ელემენტია ჩატვირთული.
„დანადგარის და ბირთვული მასალების საცავის განადგურებას მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფის გამოწვევა შეეძლო", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, რეგიონული პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობით, სისხლის სამართლის საქმე ეკოციდის მუხლით აღიძრა.




























