"რუსებმა სუმის ცენტრი დაბომბეს," - ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ სუმის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ გრიგოროვის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
„მტერმა ქალაქ სუმის ცენტრალურ ნაწილს დაარტყა. დარტყმის ადგილზე ხანძარი გაჩნდა. ყველა სამაშველო სამსახური მუშაობს“, - წერს გრიგოროვი.
მას არ დაუზუსტებია კონკრეტულად რით განახორციელეს ოკუპანტებმა დარტყმა. ამ მომენტისთვის ზუსტდება დაშავებულების შესახებ ინფორმაცია.




























