მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსებო, თქვენ მინდა მოგმართოთ: როგორ შეიძლება ეს?! - ზელენსკის ახალი მიმართვა

6221d8cf2ee06
ვიქტორია მღებრიშვილი
04.03.22 13:16
1288
„რადიაციამ არ იცის სად არის რუსეთი, რადიაციამ არ იცის სად არის თქვენი ქვეყნის საზღვრები“, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოსახლეობას თავის მორიგ ვიდეომიმართვაში, სადაც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 4 მარტის ღამეს სამხედრო მოქმედებების შედეგად ცეცხლის გაჩენის შესახებ ისაუბრა.

მან ყველასთვის კარგად ცნობილი ჩერნობილის ატომური რეაქტორის აფეთქების შედეგად დატრიალებული ტრაგედია მოიყვანა მაგალითად და რუსებს ქუჩებში გამოსვლისა და მეორე ჩერნობილისგან თავის ასარიდებლად პროტესტისკენ მოუწოდა.

„რუსებო, თქვენ მინდა მოგმართოთ: როგორ შეიძლება ეს?! ჩვენ ხომ 1986 წელს ჩერნობილის კატასტროფის შედეგებს ერთად ვებრძოდით. აფეთქებისგან მიმოყრილი ცხელი გრაფიტი უნდა გახსოვდეთ, უნდა გახსოვდეთ მსხვერპლი და განადგურებულ ენერგობლოკის თავზე ნათება, უნდა გახსოვდეთ პრიპიატიდან და სადგურიდან 35 კმ-ის რადიუსში მოსახლეობის ევაკუაცია.

როგორ შეიძლება ამის დავიწყება?! და თუ არ დაგვიწყებიათ არ უნდა გაჩუმდეთ და უნდა უთხრათ ხელისუფლებას, გამოხვიდეთ ქუჩაში და თქვათ, რომ თქვენ გინდათ იცხოვროთ მიწაზე, სადაც რადიაციისგან არ დაინფიცირდები. რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთი, რადიაციამ არ იცის, სად არის თქვენი ქვეყნის საზღვრები“, - მოუწოდა უკარაინის პრეზიდენტმა რუსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები