მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთ-ჩინეთის ვაჭრობამ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ პირველად იკლო

ჩინეთ-რუსეთი

რუსეთ-ჩინეთის ვაჭრობამ წელს უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ პირველად დაიწყო კლება. ამის შესახებ The Moscow Times-ი იუწყება ჩინეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით.

იანვარ-ივლისის საანგარიშო პერიოდში, სავაჭრო ბრუნვამ 125,8 მილიარდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით ნაკლებია. გამოცემის ცნობით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობა გაორმაგდა და 2024 წელს რეკორდულ 245 მილიარდ დოლარს მიაღწია.

რუსეთის გაიდარის ინსტიტუტის სპეციალისტების შეფასებით, 2025 წლის პირველ ნახევარში ჩინეთმა რუსეთიდან თითქმის ყველა ძირითადი ნედლეულის იმპორტი შეამცირა. კერძოდ, ნავთობის მარაგი შემცირდა 11%-ით (49.11 მილიონ ტონამდე), ნავთობპროდუქტები 28%-ით (5.51 მილიონ ტონამდე), თხევადი ბუნებრივი აირი 13%-ით (3.22 მილიონ ტონამდე), ხე-ტყე 10%-ით (4.53 მილიონ ტონამდე) და ქვანახშირი 10%-ით (38.97 მილიონ ტონამდე).

ამავდროულად, გაზის ექსპორტი მილსადენებით 23%-ით გაიზარდა, ხოლო სამრეწველო ლითონებში მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა: ნიკელის 94%-ით, ალუმინის 91%-ით, სპილენძის კი თითქმის ორჯერ მეტით.

საგულისხმოა, რომ ჩინეთიდან რუსეთში 9%-ით შემცირდა ექსპორტიც, რაც ძირითადად მსუბუქი ავტომობილების მიწოდების 61%-იან კლებას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები