მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთ-საქართველოს გზაზე ელექტრონულ რიგში 2000-მდე სატვირთოა - რუსული მედია

დიდთოვლობა

რუსეთის მხრიდან საქართველოსკენ მომავალი 2 000-მდე სატვირთო მანქანა გზის გახსნის მოლოდინშია. ინფორმაციას ჩრდილო ოსეთის საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს დილის მონაცემებით, ელექტრონულ რიგში რუსეთიდან საქართველოში მომავალი 2007 ავტომობილია დარეგისტრირებული.

სატვირთო მანქანებისთვის მოძრაობა 19 ნოემბერს ძლიერი თოვის გამო შეჩერდა, საღამოსთვის კი გადაადგილება ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის აიკრძალა. 22 ნოემბერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობის აღდგენის შესახებ იტყობინებოდა.

უწყების განახლებული ინფორმაციით, გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და გადაადგილება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით განხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები