მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება მოსკოვის დროით 12:00 საათზე უნდა დაიწყოს - მედია

621c80015e879
ვიქტორია მღებრიშვილი
28.02.22 11:54
917
უკრაინასთან მოლაპარაკება მოსკოვის დროით 12:00 საათზე უნდა დაიწყოს (შენიშვნა: საქართველოს დროით 13:00 საათი), - ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკიმ გამოცემა TACC-ს განუცხადა.

შეხვედრის დაწყების დროს უკრაინული მხარეც აზუსტებს. როგორც სახალხო დეპუტატმა ევგენია კრავჩუკმა ტელემარათონის დროს განაცხადა, ისინი ინარჩუნებენ დელეგაციის ერთ-ერთ წევრთან დავით არახამიასთან კავშირს და მოლაპარაკება საათნახევარში დაიწყება. წერს UNIANI.

მანამდე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ მედინსკი მანამდე გამოცემასთან საუბრისას აცხადებდა, რომ უკრაინის დელეგაცია წარმომადგენლობითი იქნება, თუმცა რუსული მხარე მისი შემადგენლობის შესახებ ვერ ისაუბრებდა.

მისივე განმარტებით, რუსეთის დელეგაცია უკრაინის წარმომადგენლებს მოთმინებით და მშვიდად ელოდა, რამეთუ სამწუხაროდ, გართულებული ლოგისტიკის გამო უკრაინული დელეგაციის ადგილზე ჩასვლის დრო რამდენჯერმე შეიცვალა.

რუსეთ-უკრაინის შეხვედრა უკრაინის საზღვართან, ბელარუსის ტერიტორიაზე დაინიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები