პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის გადაწყვეტილებით, პოლონეთი რუსეთთან და ბელარუსთან არსებული საზღვრების გაძლიერებას გეგმავს, რისთვისაც 10 მილიარდი ზლოტი, ანუ დაახლოებით $2.6 მილიარდი დაიხარჯება.
ტუსკის ამ პროექტს “აღმოსავლეთის ფარი” ჰქვია და მის ფარგლებში, პოლონეთის ხელისუფლება საზღვრებს გაამაგრებს, ახალ ზღუდეებს ააგებს და სახმელეთო საზღვრის 400-კილომეტრიან მონაკვეთე ტყეს გააშენებს. როგორც დონალდ ტუსკმა გადაწყვიტა, პოლონეთის ხელისუფლებას სურს, მშვიდობის დროს საზღვრები უსაფრთხო იყოს, ომის დროს კი - გაუვალი.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დონალდ ტუსკის სამთავრობო კაბინეტის ეს გადაწყვეტილება უკავშირდება არამხოლოდ რუსეთიდან და ბელარუსიდან შესაძლო სამხედრო ესკალაციას, არამედ მიგრაციასაც, რადგან 5.5-მეტრიანი ღობე, რომელიც პოლონეთის წინა ხელისუფლებამ ბელარუსთან საზღვარზე ააგო, არალეგალი მიგრანტების ნაკადს ვერ უმკლავდება.