უკრაინის რუსეთთან მოლაპარაკების პროცესი ონლაინ ფორმატში 1 აპრილს განახლდება. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა დავით არახამიამ Telegram-არხის საშუალებით გაავრცელა.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ერთ კვირაში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისთვის მზადება დაიწყება.
„რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებები ონლაინ ფორმატში 1 აპრილს განახლდება. თურქეთში მოლაპარაკებებზე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ახლა ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის საჭიროება დგას. რუსულმა დელეგაციამ კი გვიპასუხა, რომ ამისთვის შეთანხმების პროექტი უნდა მომზადდეს.
ერთ კვირაში ჩვენ შევიმუშავებთ იმას, რაც მოლაპარაკებების მხარეების მონაწილეებზეა დამოკიდებული და ვიმედოვნებთ, რომ უკვე შემდეგ პრეზიდენტების შეხვედრა შედგება“, - წერს დავით არახამია.
მისივე ინფორმაციით, უკრაინული მხარის მოთხოვნაა პრეზიდენტების შეხვედრის ადგილი რუსეთის ან ბელარუსის ტერიტორია არ იყოს.




























