მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ბარელი ნავთობის ფასი $120-იან ნიშნულს უახლოვდება

62235938a5919
გიორგი თოლორდავა
05.03.22 16:55
1143
რუსეთ-უკრაინის ომისა და მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, საერთაშორის ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. მიმდინარე კვირაში ბარელი Bent-ის ტიპის ნავთობის ღირებულებამ 118.4 დოლარს გადააჭარბა, ხოლო Crude-ის ფასი 116 დოლარს აღწევს, რაც ბოლო ათი წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

ექსპერტების შეფასებით, უკანასკნელ პერიოდში ნავთობის და სხვა ტიპის ენერგოპროდუქტების გაძვირება ევროპის მასშტაბით მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გაჩენის რისკების ზრდას უკავშირდება.

24 თებერვალს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, ბარელი Brent-ის ფასი 16%-ით, Crude-ის ღირებულება კი თითქმის 15%-ით გაიზარდა.

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირება, სავარაუდოდ, საქართველოში საწვავის ფასების ზრდასაც გამოიწვევს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ნავთობის ფასების ცვლილება ქართულ ბაზარზე მყისიერად არ აისახება და ამისთვის გარკვეული დროა საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები