შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჯამში, 0,5%-ია, რაც საქართველოში დანაშაული მოხდა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის ნოდარ ტურძელაძის კითხვაზე, - რუსეთ უკრაინის ომის ფონზე რამდენად რისკის შემცველია ბოლო 1 წლის განმავლობაში ბელარუსისა და რუსების მხრიდან ჩადენილი დანაშაულები? - გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას უპასუხა, რომ ასეთი, რუსეთის 246 და ბელარუსის 16 მოქალაქეა.
„ომის დაწყებიდან მთლიანად რომ ავიღოთ, 0,5%-ია, რაც ქვეყანაში დანაშაული მოხდა. რიცხოვნობით არის, 246 რუსეთის მოქალაქე და აქედან 74 დანაშაულზე დევნა დაიწყო. ხოლო, ბელარუსის 16 მოქალაქეზე დაიწყო დევნა.
ამ კუთხით კრიმინალის გაზრდის საფრთხე არ გვაქვს“, - თქვა გომელაურმა.