რუსეთი ექვს ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის პროცედურების გამარტივებაზე მუშაობს. როგორც Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს, საუბარია ინდოეთზე, სირიაზე, ინდონეზიაზე, ვიეტნამზე, ანგოლასა და ფილიპინებზე.
ამასთან, როგორც რუსულ მედიას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი ივანოვმა განუცხადა, ოფიციალური მოსკოვი ასევე მუშაობს 11 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმებაზეც. მათ შორისაა საუდის არაბეთი, ბარბადოსი, ჰაიტი, ზამბია, კუვეიტი, მალაიზია, მექსიკა და ტრინიდადი.