მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთი აფხაზეთს საერთაშორისო პოზიციის განმტკიცებაში დაეხმარება" - ლავროვი

ლავროვი და შამბა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. სერგეი ლავროვმა სერგეი შამბას "აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღე" მიულოცა.

"გავაგრძელებთ აფხაზეთის დახმარებას სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ჩვენ აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებისთვის თანამშრომლობას გავაგრძელებთ", - განაცხადა ლავროვმა.

რაც შეეხება ჟენევის მოლაპარაკებებს. ოკუპანტი ქვეყნის მინისტრმა თქვა:

"ვიღებთ პრინციპულ პოზიციებს ჟენევის დისკუსიებზე ამიერკავკასიის შესახებ და ხელს ვუწყობთ შეთანხმებებს, რომლებიც საიმედოდ უზრუნველყოფენ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას რეგიონში რეალობის, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საფუძველზე".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები