მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთი არამწარმოებელი კომპანიებისთვის ბენზინის ექსპორტის აკრძალვას ახანგრძლივებს

ბენზინი

რუსეთში ბენზინის ექსპორტის აკრძალვა სექტემბრამდე გაახანგრძლივეს. შესაბამის გადაწყვეტილებას ნავთობის ბაზრის შესახებ გამართულ შეხვედრაზე მხარი დაუჭირა ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა. ნათქვამია რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ალექსანდრ ნოვაკმა არამწარმოებელი კომპანიებისთვის 1 მარტიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ბენზინის ექსპორტის აკრძალვის შემოღებას მხარი დაუჭირა. მიზანი მაღალი მოთხოვნის პერიოდში ბაზრის დაბალანსებაა. ნავთობგადამმუშავებელი საწარმოებისა და მათი მფლობელი ნავთობკომპანიებისთვის ნავთობის ექსპორტი დაშვებული იქნება“, - ნათქვამია რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, შეხვედრაზე ნავთობპროდუქტების „რუხი“ ექსპორტის აღკვეთის ზომებზეც იმსჯელეს, მათ შორის ევროაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიების გავლით. რუსეთის უწყებაში აზუსტებენ, რომ ამისთვის მთავრობა დამატებით ნორმატიულ აქტს შეიმუშავებს.

ცნობისთვის, რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი, ევრაზიული კავშირის გარდა, გასული წლის პირველი მარტიდან 31 აგვისტოს ჩათვლით აიკრძალა. მაისში ეს აკრძალვა გაუქმდა, თუმცა აგვისტოდან აღადგინეს. იმ დროისთვის ვარაუდობდნენ, რომ შეზღუდვა წლის ბოლომდე იქნებოდა ძალაში, თუმცა 29 ნოემბრიდან მთავრობამ მსხვიი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნებისთვის გამონაკლისი დაუშვა და გადაწყვეტილება პირველ თებერვლამდე გაახანგრძლივა. ემბარგო ნაჩუნდებოდა არამწარმოებლებისთვის - ტრეიდერებისთვის, ნავთობის ბაზებისთვის და კომპანიებისთვის, რომელთა წარმადობა წელიწადში 1 მილიონ ტონაზე ნაკლები არაა.

იანვარში რუსეთიდან საწვავის იმპორტი 49%-ით გაიზარდა - კიდევ სად ვყიდულობთ?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები