მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთი აშშ-ს მინერალების შეთანხმებას სთავაზობს

პუტინი და ტრამპი

სამშვიდობო მოლაპარაკების ფონზე, რუსეთის ფედერაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს მინერალების შეთანხმებას სთავაზობს, რომელიც უკრაინული ვერსიის ალტერნატივას წარმოადგენს.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი და ტრამპის ადმინისტრაცია თანამშრომლობის მიმართ გახსნილობით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ, რუსეთს ამერიკისთვის პოტენციური გარიგების შეთავაზება სურს.

როგორც პუტინი აღნიშნავს, ბუნებრივი რესურსებითა და იშვიათი მინერალებით რუსეთი პლანეტის უმდიდრესი სახელმწიფოა და მას გაცილებით მეტი მოცულობით რესურსების მიწოდება შეუძლია პარტნიორებისთვის, ვიდრე უკრაინას.

კრემლის ლიდერი იმასაც აღნიშნავს, რომ რუსეთი ბუნებრივი რესურსების მოპოვებას უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც შეძლებს, ამიტომ მისი შეთავაზება გაცილებით უკეთესია, ვიდრე ზელენსკის. ამასთან, ის ნავთობის, გაზისა და ალუმინის რეზერვებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აშშ-რუსეთის თანამშრომლობას ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს.

აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციას რაც შეეხება, დონალდ ტრამპის განცხადებით, მინერალების შეთანხმების საკითხზე მას ვლადიმირ პუტინთან არ უსაუბრია, ამიტომ ის კომენტარს ვერ აკეთებს, თუმცა აღნიშნავს, რომ აშშ-ის და რუსეთის ოფიციალური პირები ერთმანეთთან აქტიურად საუბრობენ და ვაშინგტონი ყველა წინადადებას და შემოთავაზებას განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები