მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი, აშშ... - საქართველოდან საწებლების ექსპორტი $3.2 მლნ-მდე გაიზარდა

საწებლები

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტზე 3.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1.3 ათასი ტონა საწებლები გავიდა. გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ღირებულება - 20%-ით, ხოლო რაოდენობა 5%-ით გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტირებული საწებლების მოცულობა - 58.8 ტონით, ხოლო ღირებულება 527.8 ათასი აშშ დოლარითაა გაზრდილი.

საექსპორტო ბაზრებს შორის პირველ ადგილზე რუსეთია, რომელზედაც ექსპორტის 25% მოდის, თითქმის ანალოგიური წილი - 24% უკავია აშშ-ს, მესამე პოზიციაზე კი ისრაელია 14%-იანი წილით.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ქართული საწებლები ჯამში 31 ქვეყანაში გაიყიდა.

საწებლების ექსპორტის შესახებ სრული მონაცემები 19 ნოემბერს გახდება ცნობილი, როდესაც საქსტატი საგარეო ვაჭრობის 10 თვის დეტალურ სტატისტიკას გამოაქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები