მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთი აშშ-სთან დადებული პლუტონიუმის შეთანხმებიდან გასვლას გეგმავს

აშშ-რუს

რუსეთის დუმას ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა ინიციატივას აშშ-სთან გაფორმებული იმ სამარკო შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ, რომელიც მიზნად ცივი ომის დროინდელი ათასობით ბირთვული იარაღიდან დარჩენილი პლუტონიუმის უზარმაზარი მარაგების შემცირებას ისახავს.

პლუტონიუმის მართვისა და განადგურების შეთანხმებას ხელი 2000 წელს მოეწერა. დოკუმენტი აშშ-სა და რუსეთს სულ მცირე 34 ტონა პლუტონიუმის განადგურებას ავალდებულებდა, რაც, აშშ-ის წარმომადგენლების შეფასებით, 17 ათასი ბირთვული ქობინის დასამზადებლად იქნებოდა საკმარისი. შეთანხმება ძალაში 2011 წლიდან შევიდა.

"შეერთებულმა შტატებმა არაერთი ანტირუსული ნაბიჯი გადადგა, რომლებიც ფუნდამენტურად ცვლის შეთანხმების დროს არსებულ სტრატეგიულ ბალანსს და სტრატეგიული სტაბილურობისთვის დამატებით საფრთხეს ქმნის", - ნათქვამია რუსეთის დუმას მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაში.

საქმე ისაა, რომ ცივი ომის დასასრულს, ათასობით ქობინის განეიტრალების შემდეგ, მოსკოვსა და ვაშინგტონს პლუტონიუმის უზარმაზარი მარაგები დარჩათ, რომელთა შენახვაც ძვირი ჯდებოდა და გავრცელების პოტენციურ რისკს წარმოადგენდა. PMDA-ს მიზანი იარაღის გამოყენებისთვის განკუთვნილი პლუტონიუმის განადგურება იყო, მის უფრო უსაფრთხო პროდუქტად გარდაქმნის გზით.

რუსეთმა შეთანხმება 2016 წელს უკვე შეაჩერა, რის მიზეზადაც მაშინ ამერიკული სანქციები და "არამეგობრულიი" დამოკიდებულება. ასევე ნატოს გაფართოება და შეერთებული შტატების მიერ პლუტონიუმის განკარგვის წესის შეცვლა სახელდებოდა. მოსკოვი ამჟამად შეთანხმებიდან სრულად გამოსვლას განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები