მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რუსეთი და აფხაზეთი საინვესტიციო ხელშეკრულების გადახედვას აპირებენ" - ნოვაკი

რუსეთი და აფხაზეთი

"რუსეთი და აფხაზეთი საინვესტიციო ხელშეკრულების გადახედვას აპირებენ", - ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა დროებით აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატ, ბადრა გუნბასთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩვენ დავუბრუნდებით მის განხილვას. რა თქმა უნდა, ორმხრივი ინტერესების ბალანსს უზრუნველვყოფთ, მათ შორის აფხაზეთის მოსახლეობისა და ბიზნესის ჩათვლით. ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ყველა მხარის ინტერესებს", - განაცხადა მან.

ბადრა გუნბამ, რომელიც კრემლის ფავორიტი კანდიდატია, თავის მხრივ, განაცხადა, რომ აფხაზეთი რუსეთიდან ინვესტიციების მოზიდვას გააგრძელებს.

"აფხაზეთის ეკონომიკაში ინვესტიციების სახით, ბოლო წლებში 25 მილიარდ რუბლზე მეტი მოზიდულია. ჩვენ დამატებით ხელსაყრელ პირობებს შევქმნით", - თქვა მან.

2024 წლის ნოემბერში სოხუმში საპროტესტო აქციები დაიწყო. მოსახლეობა და ე.წ. ოპოზიცია რუსული იურიდიული პირების საინვესტიციო საქმიანობის შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა. საბოლოოდ, შეთანხმება ვერ შედგა და ასლან ბჟანიაც გადადგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები