მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ელის, რომ მოსკოვსა და სოხუმს შორის პირველი ფრენა წელს შესრულდება

სოხუმის აეროპორტი

"წლის ბოლოს რუსეთიდან სოხუმის აეროპორტში საცდელ რეისს ველოდებით", - ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა.

აფხაზური მედიის ცნობით, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, შესაბამისი ფედერალური დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად, სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ სოხუმში ჩავიდა. მათ სოხუმის აეროპორტიც მოინახულეს.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტი სრულად რუსი კერძო ინვესტორის ბიუჯეტიდან ფინანსდება . რუსეთისთვის ახალი აეროპორტი მოაგვარებს საცობების პრობლემას სოჭის აეროპორტიდან და ადლერის საავტომობილო გამშვები პუნქტიდან, რომლებიც დღეს რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში ერთადერთი შესვლის პუნქტია. აფხაზეთისთვის აეროპორტი ტურისტების ნაკადს გაზრდის და რესპუბლიკის ბიზნესსექტორის განვითარებას გაააქტიურებს", - განაცხადა დიმიტრი ვოლვაჩმა.

სოხუმის აეროპორტის აღდგენითი სამუშაოები ორ ეტაპად სრულდება. მისი აღდგენის პირველი ეტაპის ღირებულება, რომელიც ასაფრენ-დასაფრენი ზოლების მოწყობას ითვალისწინებს, 6,5 მილიარდი რუსული რუბლია 800 000 დოლარი]. ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ აეროპორტის აღდგენითი სამუშაოები წელს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები