ევროპული საბჭოს პრეზიდენტი რუსეთს ევროპის სტრატეგიულ პარტნიორად არ მიიჩნევს. ამის შესახებ მან Financial Times-სთან საუბრისას განაცხადა. როგორც დონალდ ტუსკი აცხადებს, რუსეთი ევროპის სტრატეგიული პრობლემაა.
"თითქმის ყოველ კვირა უნდა ვახსენო ევროკავშირის სხვა ლიდერებს, რომ რუსეთი არ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, არამედ ის ჩვენი სტრატეგიული პრობლემაა. მანიაკსაც კი მეძახდნენ იმის გამო, რომ ამ საკითხზე ღრმად ვიყავი კონცენტრირებული", - თქვა ტუსკმა.
პოლიტიკოსმა აღნიშნა ისიც, რომ იგი არ იზიარებს საფრანგეთის პრეზიდენტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ უნგრეთმა დაარწმუნოს პოლონეთი, შეცვალოს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ.
"მე ეჭვი არ მეპარებოდა იმაში, რომ პუტინის სტრატეგიული მიზანი იყო არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა, არამედ ევროკავშირის სისტემატიურად დასუსტება, შიდა უთანხმოებების პროვოცირებით", - განაცხადა ტუსკმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირს სჭირდება დიალოგის დამყარება რუსეთთან. ემანუელ მაკრონმა ურთიერთობების დაბალანსების იმედი გამოთქვა.