მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთი ინდოეთს ბარელ ნავთობს საბაზრო ფასზე 3-ჯერ ნაკლებად 22-25 დოლარად სთავაზობს

მატარებელი ვაგონი ბენზინი საწვავი ნავთობი

უკრაინული წყაროების ინფორმაციით, რუსეთმა ინდოეთისთვის ნავთობის მიწოდება ბარელზე 22-25 დოლარად დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანას საკუთარი წიაღისეული საწვავი ამ ფასად Covid-19-ის პანდემიის შემდეგ არ გაუყიდია. ოფიციალურ კიევში ფიქრობენ, გადაწყვეტილების მიზანი სანქცირებული ნავთობის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაა. როგორც ცნობილია, ინდოეთმა ბოლო კვირებში დივერსიფიცირება აქტიურად დაიწყო და ნავთობის იმპორტი დღიურად 1,800,000 ბარელიდან 1,300,000-მდე შეამცირა. აღსანიშნავია ისიც, რომ დეკემბერში კრემლი სანქცირებულ ნავთობს 39-40 დოლარად ყიდდა.

ანალიტიკოსები მოელიან, რომ თუ არსებული მოცემულობა არ შეიცვალა და რუსული ურალის ფასი კვლავ არ გაიზარდა, წლის ბოლომდე დანაკარგი 3 ტრილიონ რუბლს, ანუ $39.47 მილიარდს გადააჭარბებს და მკვეთრად უარყოფითად აისახება ქვეყნის ბიუჯეტზე. როგორც ცნობილია, ქვეყნის შემოსავლები ნავთობისა და გაზის გაყიდვაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები