ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი გულწრფელად მიისწრაფვის იქითკენ, რომ აფხაზეთი იყოს თანამედროვე, საცხოვრებლად და სამუშაოდ კომფორტული სახელმწიფო - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის - „აფხაზეთი - ინვესტიციები მომავალში“ ფარგლებში მისალმებისას განაცხადა.
ის იმედოვნებს, რომ მხარეებს აქვს ყველა შესაძლებლობა თანამშრომლობის განვითარების პოტენციალის გასაზრდელად.
„რუსულ-აფხაზური პარტნიორობა კომპლექსურ ხასიათს ატარებს, ამიტომ მნიშვნელოვანია კვლავაც ენერგიულად ვიმოქმედოთ ყველა პერსპექტიული მიმართულებით და პროექტები სხვადასხვა სფეროში წამოვწიოთ . ჩვენ არა მხოლოდ ვეხმარებით ერთმანეთს, როგორც კეთილი მეზობლები, არამედ ახალ დონეზე გადაგვაქვს ურთიერთხელსაყრელი კოოპერაცია და ინტეგრაციული კავშირები“, - განაცხადა პუტინმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი ხედავს ოკუპირებულ აფხაზეთთან ერთობლივი მუშაობის პოზიტიურ შედეგებს ტრანსპორტის, ტურიზმის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის სფეროებში.




























