მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი მზესუმზირის ექსპორტზე შეზღუდვებს აწესებს - საიდან შემოდის მზასუმზირა და ზეთი საქართველოში

5fdc916a2de3c
ვიქტორია მღებრიშვილი
19.12.20 09:30
3151
რუსეთმა ადგილობრივ ბაზარზე მდგომარეობის სტაბილიზებისთვის მზესუმზირის თესლის ექსპორტზე შეზღუდვები დააწესა, რაც საბაჟო გადასახადის 30%-ს შეადგენს, თუმცა ერთ ტონაზე არანაკლებ 165 ევროთია განსაზღვრული. აღნიშნული შეზღუდვა 9 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით იმოქმედებს. დადგენილებას მთავრობამ ხელი 9 დეკემბერს მოაწერა.

რუსეთში მზესუმზირის ზეთის ექსპორტის კვოტირებაზე მუშაობა გრძელდება. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა განაცხადა.

BM.GE დაინტერესდა რომელია საქართველოსთვის მზესუმზირისა და მზესუმზირის ზეთის საიმპორტო ქვეყნები და რამდენად დამოკიდებულია ქართული ბაზარი რუსულზე.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაში 4.3 მლნ დოლარის ღირებულების 6 219.5 ტონა მზესუმზირის თესლი და 30.5 მლნ დოლარის ღირებულების 33 946.6 ტონა მზესუმზირის ან ალისარჩულის ზეთის იმპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება იმას, რომელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს საქართველოში დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი მზესუმზირის თესლი, 2020 წლის 10 თვეში იმპორტი 7 ქვეყნიდან განხორცილდა, საიდანაც ძირითადი საიმპორტო ბაზრები რუსეთი და უკრაინა იყვნენ:

1. რუსეთი - 2.4 მლნ დოლარი, 2 686.3 ტონა;
2. უკრაინა - 1.8 მლნ დოლარი, 3 388.7;
3. ჩინეთი - 28.1 ათასი დოლარი, 21.0 ტონა;
4. ბულგრეთი - 26.5 ათასი დოლარი, 22.0 ტონა;
5. თურქეთი - 8.6 ათასი დოლარი, 1.0 ტონა;
6. არაბთა გაერთიანებული საემიროები - 0.5 ათასი დოლარი, 0.2 ტონა;
7. ლიეტუვა - 0.3 ათასი დოლარი, 0.2 ტონა.
დანარჩენი ქვეყნები: 0.6 ათასი დოლარი, 0.2 ტონა.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში მზესუმზირის თესლის იმპორტიორი კომპანიების სიაში კი შედიან: შპს გიდანი; იმ გელა ქერელაშვილი; შპს სოლარი; შპს ლიდერი; შპს პარტნიორი 2017; შპს ზაბა; შპს ბი. ეს.; შპს გონგი; შპს მარტინ პამაჩ; შპს ივერია ინდასტრის.

რაც შეეხება მზესუმზირის ზეთის იმპორტს, ამ შემთხვევაში ოფიციალური სტატისტიკით მზესუმზირის ან ალისარჩულის ზეთისა და მათი ფრაქციების საიმპორტო ბაზრების TOP-3-ეულში რუსეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა შედიან.

1. რუსეთი - 27.1 მლნ დოლარი, 30 468.6 ტონა;
2. აზერბაიჯანი - 1.9 მლნ დოლარი, 1 913.1 ტონა;
3. უკრაინა - 1.3 მლნ დოლარი, 1 383.5 ტონა;
4. თურქეთი - 193.9 ათასი დოლარი, 152.5 ტონა;
5. იტალია - 29.6 ათასი დოლარი, 17.3 ტონა;
6. გერმანია - 8.2 ათასი დოლარი, 4.1 ტონა;
7. ბელგია - 5.9 ათასი დოლარი, 3.7 ტონა
დანარჩენი ქვეყნები: 6.7 ათასი დოლარი, 3.7 ტონა.

აღნიშნულ პერიოდში ამ მიმართულებიდან აღნიშნული დასახელების ზეთის ტოპ-იმპორტიორი კომპანიები კი არიან: შპს ჯანო 1; შპს ჯეოსტარი; შპს ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია; შპს მზიური; შპს გიდანი; შპს დაფნა; შპს პოლა; შპს "გაგა 1"; შპს თემო; შპს ალფა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები