მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ნავთობის ექსპორტს ამცირებს

რუსული ნავთობი

რუსეთის ხელისუფლებამ ნავთობის ექსპორტის ნებაყოფლობით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. სექტემბრის განმავლობაში დღიური საშუალო მიწოდება 300,000 ბარელით შემცირდება, წლის ბოლომდე კი წარმოება, შესაძლოა, დამატებით კიდევ დაეცეს.

აღსანიშნავია, რომ მარტში რუსეთმა უკვე შეამცირა ნავთობის დღიური წარმოება 500,000 ბარელით, თუმცა, როგორც ჩანს, მოსკოვს ნავთობის ფასის გაზრდა კიდევ უფრო მეტად სურს.

რუსეთის გადაწყვეტილება პირდაპირ თანხვედრაშია საუდის არაბეთის მიერ გატარებულ პოლიტიკასთან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ პარტნიორობას.

მოგეხსენებათ, OPEC-ის დეფაქტო ლიდერი, საუდის არაბეთი საერთაშორისო ბაზარს ნავთობის მიწოდებას არ გაუზრდის. უფრო მეტიც, მთავრობა მიანიშნებს, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, დღიური წარმოება დამატებით შემცირდეს, რაც ბირჟაზე ნავთობის გაძვირებას გამოიწვევს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები