აგვისტოში რუსეთის ფედერაციიდან ექსპორტზე გატანილი ნავთობისა და საწვავის მოცულობა თითქმის ერთწლიან მინიმუმამდე შემცირდა.
ნედლი ნავთობის ექსპორტის მოცულობამ დღიურად 3 მილიონი ბარელი შეადგინა, რაც 800,000 ბარელით ნაკლებია ომამდელ პერიოდთან შედარებით.
ექსპორტირებული ნავთობის მოცულობის შემცირება პირდაპირ კავშირშია ოფიციალური მოსკოვის გადაწყვეტილებასთან, რომელმაც ქვეყანაში 800,000 ბარელით ნავთობის წარმოების შეზღუდვა ბრძანა.
ნავთობის წარმოების შემცირების მიზანი საერთაშორისო ბაზარზე დეფიციტის გამოწვევა და ნავთობის ხელოვნურად გაძვირებაა. მოგეხსენებათ, ივლისთან შედარებით ნავთობის ფასი საშუალოდ 20%-ითაა გაზრდილი და ბარელი Urals-ის ღირებულება ამჟამად 75 დოლარს შეადგენს, Brent-ის ფასი კი 90 დოლარს აღწევს.