მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს ფინანსურ დახმარებას უმცირებს

რუბლი

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს ფინანსურ დახმარებას უმცირებს. 2023-2025 წლებში ოკუპანტი ქვეყანა ოკუპირებულ ტერიტორიას 3 მილიარდ 600 მილიონი რუბლს გამოუყოფს, რაც თავდაპირველ შეთანხმებაზე 450 მილიონი რუბლით ნაკლებია. შესაბამისი განცხადება ასლან ბჟანიამ გააკეთა.

ცნობისთვის, პირველადი შეთანხმებით, რუსეთს აფხაზეთისთვის 4 მილიარდ 50 მილიონი რუბლი უნდა გამოეყო.

შეუმცირდება თუ არა დაფინანსება ოკუპირებულ ცხინვალს, უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები