მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში  აშენებს საზღვაო ფლოტის ბაზას, რომელიც, შესაძლოა, 2024 წელს ამოქმედდეს - ინფორმაციას სერგეი შამბა ადასტურებს

ფლოტი

რუსეთი აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში აშენებს საზღვაო ფლოტის ბაზას, რომელიც, შესაძლოა, 2024 წელს ამოქმედდეს - ინფორმაცია არ აღიარებული რესპუბლიკის "უშიშროების საბჭოს" მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-სთან საუბარში დაადასტურა.

შამბა ამბობს, რომ ამ ეტაზე რუსეთის ხომალდების მუდმივი ბაზირების პუნქტის სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა და ფლოტის ბაზა პროექტირების ეტაპზეა.

„ ამ ეტაპზე დაპროექტებულია, მაგრამ სამშენებლო სამუშაოები ოჩამჩირის ყურეში, სადაც რუსეთის საზღვაო ძალების გემების მუდმივი ბაზა განთავსდება, ჯერ არ დაწყებულა. მისი ოპერირება შესაძლოა წელს დაიწყოს, თუმცა მიჭირს ზუსტი თარიღის დასახელება", - განაცხადა შამბამ.

შამბას თქმით, აფხაზეთში რუსული გემებისთვის ბაზის მშენებლობა ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას და სულისკვეთებას შეესაბამება.

ინფორმაციისთვის, 2023 წლის ოქტომბერში დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ამბობდა, რომ რუსეთთან ხელმოწერილია ხელშეკრულება ფლოტის ოჩამჩირის რეგიონში განთავსებაზე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები