მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“რუსეთი შემოდგომაზე სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს წააწყდება“ - ნიკოლოზ შურღაია

ნიკოლოზ შურღაია

ფინანსისტ ნიკოლოზ შურღაიას შეფასებით, რუსეთი სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს აწყდება. ის, რაც რიცხვებში უკვე ჩანს არის ის, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის გამო რუსეთის ბიუჯეტში ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები აპრილში, წლიურად დაახლოებით 12%-ით შემცირდა. ენერგორესურსების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების შემცირების ფონზე, კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი რეკორდულად გაიზარდა და ის უკვე 45 მილიარდ დოლარს აღწევს.

ნიკოლოზ შურღაიას განცხადებით, მცირდება რუსეთის სავალუტო რეზერვებიც, რაც მიანიშნებს, რომ შემოდგომაზე რუსეთს პრობლემები შეექმნება, რაც პროცესს გავლენა ექნება საქართველოზეც, რომელსაც რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები გააჩნია.

“რუსეთის ეკონომიკაზე უდიდესი გავლენა აქვს ნავთობის და გაზის ექსპორტს. გაზის ექსპორტი დიდი ხანია პრობლემურია, რადგან ევროპაში ყიდდნენ ძირითადად და ნაწილობრივ გადაიტანეს აზიაში, თუმცა ახლოსაც არ არის რაოდენობები შედარებისთვის. რაც შეეხება ნავთობს, OPEC+ _ ში დიდი ხნის შეუთანხმებლობების შემდეგ საუდის არაბეთმა ასე ჩანს გადაწყვიტა მიწოდება გაზარდოს და შეიძლება ამას პოლიტიკური მხარეც ჰქონდეს.

საუდის არაბეთს რეზერვში წარმოების 20%-ზე მეტი აქვს და სწრაფად შეუძლია გაზარდოს. ნავთობის ფასების ფიუჩერსები აჩვენებს რომ შემოდგომისთვის, დღევანდელი 60 დოლარზე მეტიდან Brent-ის ფასი დაიწევს დაახლოებით 54 დოლარამდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შემცირებაა.

რუსული Urals ისედაც დიდი დისკონტით იყიდება Brent-თან შედარებით და რაც უფრო შეავიწროვებენ რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს და სხვა ქვეყნებსაც, ვინც რუსულ ნავთობს ეზიდება, მით უფრო გაიზრდება ფასთაშორის სხვაობა Brebt-სა და Urals-ს შორის.

ასევე, რუსების რეზერვები საგრძნობლად არის დაწეული. 117 მილიარდი დოლარი ჰქონდათ სახელმწიფო სუვერენულ ფონდში და ვარაუდობენ, რომ შემოდგომისთვის 31 მილიარდი იქნება, რაც ძალიან დაბალი რიცხვია. შედარებისთვის, ომის ბიუჯეტი 130 მილიარდია. ეს წლიურ ბიუჯეტშიც არის ნაწილობრივ გათვალისწინებული, თუმცა ბიუჯეტშიც უჭირთ, დეფიციტი გაზრდილი აქვთ, ამას გარდა რეზერვებიდან იღებენ ფულს, ახლახან გადაწყვიტეს, რომ 5 მილიარდი აიღონ, შესაბამისად შემოდგომისთვის 31 მილიარდი ისეთი კრიტიკული ნიშნულია, რომ მომავალ წელს რა უნდა ქნან?!

შემოდგომისთვის სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს წააწყდებიან და როგორც ჩვენ ვიქცევით სადღეხვალიოთ სავარაუდოდ ვერ მოიქცევიან - რამე იქნება იმედად.

ჩვენ როგორ შეგვეხება? უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს ეკონომიკას, ვიდრე პოლიტიკას, მაგრამ მოდი ეკონომიკაზე ვთქვათ.

ჩვენი წარმოების სოფლის მეურნეობის ექსპორტი გვაქვს, მაგრამ დიდი რეექსპორტი გვაქვს მაგალითად ავტომანქანების, რომელიც ფაქტობრივად რუსეთში მიდის, ვითომ ყირგიზეტში არ მიდის. სავარაუდოდ ამის ყიდვაც გაუჭირდებათ. აქეთ პირიქით ამერიკაში გაძვირდება მანქანები, ტარიფებიდან გამომდინარე, მანქანები გაძვირდება, რუსეთის გადახდისუნარიანობა შემცირდება და შესაბამისად ამ ექსპორტსაც შედარებით გაუჭირდება. ეს თვეების საკითხია, თუმცა გარდაუვალად დადგება. ასევე ბევრი სხვა რამის ფარული ექსპორტი ხდება რუსეთში საქართველოს გავლით და ამ ყველაფერს გაუჭირდება.

შესაბამისად, ფული თუ არ გაქვს, ვერ იგებ ომს, ამიტომ რუსეთი იძულებული გახდება მოლაპარაკებაზე წავიდეს...

ივანიშვილის და კობახიძის ხელისუფლება ჩვენ კიდევ მიგვათრევს წაგებული რუსეთის ჯილდოდ, დამამშვიდებელი კანფეტი უნდა გავხდეთ წაგების გზაზე მდგარი, ჩამორჩენილი ქვეყნისთვის, რომელსაც ჩინეთის ყბაში ხვდება. ანუ პუტინის არჩევანი ახლა არის ან ჩავარდეს ბოლომდე ჩინელების ხელში, რომლებიც უფასოდ ან იაფად არავის არაფერს აძლევენ. მეორეს მხრივ აქეთ არის ძლიერი სამართლიანი, უფრო კეთილშობილი, გულმოწყალე ევროპა, რომელთანაც დაზავება ბევრად ურჩევნია….”,- აცხადებს შურღაია “საქმის კურსთან” ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები