მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"[რუსეთი] უბედურების და მტრობის განსახიერებაა. არ გვინდა ეს მტრობა, არ გვინდა ეს კანონი" - ლანა ღოღობერიძე

ლანა ღოღობერიძე

კულტურის წარმომადგენლები დედაენის ბაღში "რუსულ კანონს" აპროტესტებენ.

ისინი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, რომ არ მიიღონ „რუსული კანონი“ და არ დააყენონ საქართველო რუსულ რელსებზე. რადგან, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ქვეყანა დაკარგავს შანსს, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. შესაბამისად, ისინი ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ „რუსული კანონი“ საქართველომ არ მიიღოს.

„კიდევ ერთხელ ვდგავართ გზის გასაყარზე და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ხალხმა, რა გვინდა. გვინდა, გზა ევროპისკენ. გვინდა, ბედნიერება, სიხარული, კეთილდღეობა, თანასწორობა. ეს ყველაფერი არის იქით [ევროპისკენ] და მეორე მხარეს არის რუსეთი, რომელიც სულ უკან და უკან მიექანება. ადამიანებს ციხეში კლავენ და [რუსეთი] უბედურების და მტრობის განსახიერებაა.

არ გვინდა, ეს მტრობა. ამიტომაც არ გვინდა ეს კანონი“,- ამის შესახებ მედიასთან კინორეჟისორმა, ლანა ღოღობერიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, დილის 10:00-ზე პარლამენტში იურიდიული კომიტეტი "რუსულ კანონის" განხილვას იწყებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები