მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი უკრაინასთან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინააღმდეგია - უშაკოვი

ტრამპი ზელენსკი პუტინი

რუსეთი უკრაინასთან ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტის წინააღმდეგია. 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე ეს პოზიცია რუსული მედიისთვის მიცემულ კომენტარში ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა გააჟღერა და დასძინა, რომ მათი "მიზანი გრძელვადიანი მშვიდობიანი დარეგულირებაა".

უშაკოვის თქმით, დროებითი ზავი სხვა არაფერია, თუ არა უკრაინელი სამხედროების დროებითი შესვენება და გადაჯგუფების შანსი.

მისივე თქმით, აშშ-ს ესმის, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება გამორიცხულია.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი მოსკოვში ჩავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და უკრაინამ მხარი დაუჭირეს აშშ-ს მიერ შეთავაზებულ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას უკრაინა-რუსეთის ომში.

მოსკოვში აშშ-ის ოფიციალური პირების ჩასვლის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ბელორუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო კრემლში ხვდებიან, რის შემდეგაც პრესკონფერენციის გამართვა იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები