რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მინსკში დელეგაციის გასაგზავნად მზად არის.
„როგორც ცნობილია, დღეს პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის ნეიტრალური სტატუსის განხილვის შესახებ მზაობა გამოთქვა. თავიდანვე რუსეთი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობდა, რომ სამხედრო ოპერაციის მიზანი ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დახმარება წარმოადგენდა, მათ შორის უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციის გზით. ეს კი ნეიტრალური სტატუსის განუყოფელი ნაწილია. ამ კონტექსტში პრეზიდენტ ზელენსკის საპასუხოდ ვლადიმერ პუტინი მზადაა, მინსკში უკრაინის დელეგაციასთან სასაუბროდ რუსეთის დელეგაცია თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების დონეზე გაგზავნოს.
დღეს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოფიციალური კიევი მზად არის ნეიტრალიტეტის სტატუსზე სასაუბროდ იმ პირობით, თუ მათ უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ, თუმცა ეს განცხადება არა ზელენსკიმ, არამედ მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გააჟღერა. ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს თავად მოუხმო მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა სამხედრო ოპერციის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა აღარ გაიზარდოს. წერს BBC.




























