მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი ისევ აიკრძალა

რუსული ურალსი

დღეს რუსეთში ბენზინის ექსპორტის აკრძალვა კვლავ ამოქმედდა, რომელიც ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო ბაზრის სტაბილიზაციისთვის.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციამ საბაჟო კავშირის წევრ ქვეყნებს მიღმა ბენზინის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 1-ელ მარტს მიიღო, თუმცა ძალაში შესული გადაწყვეტილება მაისში დროებით შეაჩერა, რისი ვადაც კიდევ ერთი თვით ივნისშიც გახანგრძლივდა.

ამასთან, 2024 წლის 1 მარტიდან 31 აგვისტოს ჩათვლით მთავრობამ კვლავ შემოიღო ბენზინის (მაგრამ არა დიზელის) ექსპორტის დროებითი აკრძალვა. თუმცა, მაისის ბოლოდან ივლისის ჩათვლით შეჩერდა.

რაც შეეხება ასახვას საქართველოზე, შეზღუდვის შემდეგ საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ბაზარი ამ კონკრეტული ტიპის საწვავის ნაწილში სხვა ქვეყნებზე გადაეწყო და შემზღუდავი ნორმის მოხსნის მიუხედავად, ასეც დარჩა, რადგან ბოლო ორი თვის ჭრილშიც რუსეთიდან იმპორტის კლება ფიქსირდება 26.2%-ით.

მთავარი ბაზრიდან იმპორტის შემცირების მიუხედავად, 27.3%-ით არის გაზრდილი ზოგადი მაჩვენებელი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 6 თვეში საქართველომ სულ 631.6 მლნ აშშ დოლარის ნავთობი და მისგან წარმოებული პროდუქტები შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 496.1 მლნ აშშ დოლარის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები