2023 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.9 მლნ აშშ დოლარი (751.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 26.7%-ით (103.3 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, გზავნილებში პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა, თუმცა რუსეთიდან გზავნილების მოცულობა 66%-ით, ანუ 114 მილიონი დოლარით შემცირდა, რაც ქვეყანაში რუსული მიგრაციის ფინანსური გავლენის შემცირებაზე მიუთითებს. სანაცვლოდ კი იზრდება ფულადი გზავნილები იტალიიდან, აშშ-დან, გერმანიიდან და საბერძნეთიდან, საიდანაც თანხებს ძირითადად ქართველი მიგრანტები აგზავნიან.
ფულადი გზავნილების მიხედვით ქვეყნების პირველი ოცეული სექტემბერში ასე ნაწილდებოდა:
| რუსეთის ფედერაცია | $59 | მლნ, კლება წინა წელთან | -66% |
| იტალია | $43 | მლნ, ზრდა წინა წელთან | 19% |
| აშშ | $41 | მლნ, ზრდა წინა წელთან | 44% |
| გერმანია | $21 | მლნ, ზრდა წინა წელთან | 33% |
| საბერძნეთი | $20 | მლნ, ზრდა წინა წელთან | 11% |
| ყაზახეთი | $18 | მლნ, ზრდა წინა წელთან | 81% |
| ისრაელი | $17 | მლნ, ზრდა წინა წელთან | 4% |
| თურქეთი | $9 | მლნ, კლება წინა წელთან | -7% |
| ესპანეთი | $5 | მლნ, ზრდა წინა წელთან | 11% |
| ირლანდია | $5 | მლნ, ზრდა წინა წელთან | 90% |
| საფრანგეთი | $4 | მლნ, ზრდა წინა წელთან | 13% |
| ყირგიზეთი | $4 | მლნ, კლება წინა წელთან | -76% |
| გაერთიანებული სამეფო | $4 | მლნ, ზრდა წინა წელთან | 7% |
| აზერბაიჯანი | $4 | მლნ, კლება წინა წელთან | -11% |
| პოლონეთი | $2.6 | მლნ, კლება წინა წელთან | -9% |
| კანადა | $2.4 | მლნ, ზრდა წინა წელთან | 21% |
| ერაყი | $2.3 | მლნ, ზრდა წინა წელთან | 472% |
| კვიპროსი | $1.6 | მლნ, ზრდა წინა წელთან | 19% |
| არაბთა გაერთიანებული საამიროები | $1.5 | მლნ, ზრდა წინა წელთან | 19% |
| სომხეთი | $1.4 | მლნ, კლება წინა წელთან | -85% |



























